ჩხორიის საჯარო სკოლაში ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა
14-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელების ორგანიზებით ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა.


ღონისძიების მიზანი იყო ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხების შესახებ სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეთა მშობლების, თემის,ინფორმირებულობისა და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა. ინტერნეტში ისეთი ქცევების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის საფუძველზე.


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემაზე: კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება, ივენთი Code Week 2025, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ( Canva.com, Word Art, Postermywall, Pixel Art და სხვა).

შექმნეს პოსტერები და ნახატები.


ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს ელექტრონული სერთიფიკატები. ეს დღე ამჟამად 130 -ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.


იხილეთ ღონისძიებაში ჩართული ჯგუფებისა და ხელმძღვანელების ჩამონათვალი:


eTwinning -ის ჯგუფის ხელმძღვანელები: ლ.ხვიჩავა, ი.სოსელია, მ.ქარდავა, ნ.ჯოჯუა; 

სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი: მ. არახამია, 

ეკოკლუბ „ფესვების“ ხელმძღვანელი: მ.ქარდავა 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203