კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუსიკისა და ხელოვნების ინტეგრირებით შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
14-02-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მათი მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული, შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი.

„ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი ამ ჰარმონიის ნაწილი“ - ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკასა და ხელოვნებაში სწორედ ამ ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებასა და მის ნაწილს, ბაროკოს ეპოქის გენიალურ კომპოზიტორს ანტონიო ლუჩიო ვივალდის მიეძღვნა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

კომპოზიტორის ცხოვრება და მისი შეუდარებელი შემოქმედება - „წელიწადის დრონი“ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინეს. წელიწადის დროების ეს საოცარი ცვალებადობა ვივალდის მუსიკის ფონზე, ულამაზესი ნახატების შექმნით დააგვირგვინეს.

ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს მუსიკის პედაგოგმა - თეა მერლანმა და ხელივნების მასწავლებელმა ნინელი სამსიანმა, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო აქტივობებით ანებივრებენ. 

„ეს დღე გამორჩეული და საინტერესო ფურცლად ჩაიწერა სკოლის ცხოვრებაში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203