ერკეთის საჯარო სკოლაში ქალ - მეცნიერთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
14-02-2025
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში 11 თებერვალს VII-IX კლასის მოსწავლეებმა ქალ - მეცნიერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ქიმიკოსი ქალების ცხოვრებასა და სამეცნიერო საქმიანობას, მათ წვლილს მსოფლიოს მეცნიერების განვითარების საქმეში. ისაუბრეს პირველი ქართველი მეცნიერი ქალის, ბარბარე ყიფიანის შესახებ. ქალ - მეცნიერთა მიღწევები და გამოგონებები უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს მეცნიერთა შორის.

ეს დღე 2015 წლიდან, გაერთანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 11 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203