საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა შთაბეჭდილებებით აღსავსე ვიზიტი თეატრში
12-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები თეატრს ხშირად სტუმრობენ, რადგან პედაგოგები ახალგაზრების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებასა და ამ გზით მთი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზიური კოჩალიძის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მოდი ნახე“. 

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები, სპეკტაკლი, სახელწოდებით „თეთრი ბაირაღები“.

️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203