ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
12-02-2025

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.

ექსკურსიას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა; ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ამავე პერიოდის უახლესი ტექნოლოგიები: ქარის ძრავა (1910 წ.), სარეცხი მანქანა (ბერლინი), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვ., სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნ. ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნოთ ნიკო ნიკოლაძე, როგოც საზოგადო მოღვაწე და ერის კაცი.

მოსწავლეები სახლ-მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203