ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრების ორგანიზებით წმინდა დავით მეფის ხსენების დღე აღინიშნა.
მოსწავლეები უკეთ გაეცნენ დავით აღმაშენებლის მეფობის ეპოქას, იმ წინაპირობებს, რამაც განაპირობა გელათში მონასტრისა და უდიდესი საგანმანათლებლო კერის-აკადემიის დაარსება. გააცნობიერეს დავით მეფის ღვაწლის უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების. გაეცნენ
ამასთან, მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები, დაახარისხეს, გაანალიზეს და შექმნეს პრეზენტაციები, კედლის გაზეთი, მოამზადეს და გაავრცელეს ბუკლეტები. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ანალიზის გაკეთების, დასკვნების გამოტანის, ტექნოლოგიებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
იხილეთ ფოტოები: