ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში და წარმატებასაც აღწევენ.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან - ძმები გიორგი და დავით გიგანები და ნიკოლოზ ზურაბიანი.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამართულ გუნდურ შეჯიბრებებზე, ძიუდოში გიორგი გიგანს 20 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, დავითს და ნიკოლოზის სახელზე კი 10 ოქროს მედალია.
7-8-9 თებერვალს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველის სალიცენზიო შეჯიბრი ძიუდოში 2012-13 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, სადაც გიორგი და დავით გიგანმა და ნიკოლოზ ზურაბიანმაა მოიპოვეს საქართველის სარეიტინგო ჩემპიონატის ჭიდაობის ლიცენზია.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, სამივე მათგანი სპორტის გარდა კარგი სწავლითა და ყოფაქცევით გამოირჩევა.
„წარმატებები ჩვენო საიმედო ბიჭებო“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: