ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისიება.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.
ბავშვებმა თანატოლებსა და მასწავლებლებს წაუკითხეს მათთვის საყვარელი მონაკვეთები: ნოდარ დუმბაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ჰაპერ ლის, რაკელ პალაცოს, თინათინ
ბერიძის ნაწარმოებებიდან.
ღონისძიების ბოლოს ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც ორი გუნდი მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა თითქმის ყველა კითხვას სწორად უპასუხეს. თამაში ერთი ქულის სხვაობით დასრულა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: