საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების სივრცეში, კინოს ისტორიაზე ლექცია მოისმინეს 
12-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები თანამედროვე ხელოვნების სივრცეს სტუმრობდნენ.

სოციალური საწარმო „კუბი კონტექსტში“ სივრცეა, სადაც იდეები ცოცხლდება, ცოდნა იზრდება და გამოცდილება ახალ ფორმებს იღებს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VII და VII კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან – ნინო ბიბილურთან, ირინე კვანჭიანთან და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, ირმა კვანჭიანთან ერთად, დაესწრნენ  შემეცნებით ლექციას კინოს ისტორიაზე.

ლექციაზე პასუხი გაეცა კიხვას როგორ დაიბადა კინო?

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს კითხვა, რომელიც თითქოს მარტივი ჩანს, სინამდვილეში ბევრ უცნობ დეტალს მალავს. ლექციის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებმაც სტატიკური ფოტოები მოძრაობაში მოიყვანეს, და აღმოაჩინეს, როგორ დაიბადა კინო, რომელსაც დღეს დიდი ინტერესით ვუყურებთ.

  • ძმები ლუმიერები – პირველმა „ოპერატორებმა“, რომლებმაც სამყარო მოძრავ კადრებში გამოიხატეს;
  • ჟორჟ მელიესი – ადამიანი-ორკესტრი, კინოს მაგიის ფუძემდებელი;
  •  ეადვერდ მაიბრიჯი – პიონერი, რომელმაც ფოტოები „გააცოცხლა“.

ლექციას თან ახლდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც მოსწავლეებმა ამ ისტორიული ფიგურების ნამუშევრები იხილეს. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი ფილმების ნახვა, ანიმაციები და ის გასაოცარი ექსპერიმენტები, რომლებმაც კინემატოგრაფის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

 კინო – უდიდესი სათამაშო კაცობრიობის ხელში - ლექციის მსვლელობისას VII კლასელებმა არა მხოლოდ მოისმინეს საინტერესო ფაქტები, არამედ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ შეძლეს, განესაზღვრათ კინოს სხვადასხვა ჟანრი, გაეაზრებინათ მისი განვითარების ეტაპები იყო შთაბეჭდილებები ემოციურად გაეზიარებინათ, რადგან კინო უბრალო გასართობი არ არის – ხელოვნებაა, რომელიც დროის, კულტურისა და ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება.

„ასეთი შეხვედრები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნას ახალ პერსპექტივაში შეხედონ, გაიგონ, საიდან იწყება ის, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, და, რაც მთავარია, მოტივაცია მიიღონ ახალი აღმოჩენებისთვის. „კუბი კონტექსტში“ – ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203