საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
11-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას, ტრადიციულად, აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკითხველებს აერთიანებს. უკვე რამდენიმე წელია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მიზანია წიგნის მნიშვნელობის გაძლიერება, მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივება და მათთვის ლიტერატურის სამყაროს გახსნა. შესაბამისად, სკოლა დიდი სიამოვნებით შეუერთდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას და განსაკუთრებული აქტივობები მოაწყო მოსწავლეებისთვის.

სკოლის პედაგოგმა - ნინო გაგოევმა, სადამრიგებლო კლასში გამორჩეულად აღნიშნა ეს დღე. მან ბავშვებს წაუკითხა ცნობილი ქართველი მწერლის - რევაზ ინანიშვილის მოთხრობები – „ბიბო“ და „გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა“.

ინანიშვილის მოთხრობები საოცარი უბრალოებითა და სიღრმით გამოირჩევა – ისინი ბავშვებს ასწავლიან სიკეთეს, მეგობრობასა და ბუნების სიყვარულს. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს, განიხილავდნენ მოთხრობების გმირებს და იმაზეც ფიქრობდნენ, რას ნიშნავს „ღამის შეყვარება“ და როგორ შეიძლება, წიგნმა შეცვალოს ჩვენი მსოფლმხედველობა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე არა მხოლოდ ერთი დღის ღონისძიებაა – ეს არის პროცესი, რომელიც ბავშვებში წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას ნერგავს. პედაგოგი დარწმუნებულია, რომ ასეთ აქტივობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ბავშვები, რომლებიც პატარაობიდან სწავლობენ წიგნის მნიშვნელობას, მომავალშიც აქტიური მკითხველები და მოაზროვნე ადამიანები გახდებიან.

„წელსაც, წმ. ნინოს მართლმადიდებლური სკოლა წარმატებით შეუერთდა მსოფლიო დღეს, და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურად ავღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203