ვინ ადგენს ბაღის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს - დოკუმენტი
07-02-2025

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს შესაბამისი დადგენილებით. თუ ასეთი დადგენილება არ არსებობს, მაშინ დაწესებულებამ თავად უნდა შეიმუშაოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კი განსაზღვრავს თავად დაწესებულება;

რაც შეეხება სხვა პერსონალს, საჯარო დაწესებულებებში მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით. იმ შემთხევაში, თუ:

მუნიციპალიტეტში ასეთი დადგენილება არ არის გამოცემული - დაწესებულებამ თავად უნდა დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები; მაგრამ მუნიციპალიტეტის დადგენილება არსებობს, მაგრამ დაწესებულებაში შექმნილია ისეთი პოზიცია/აყვანილია ისეთი კადრი, რომლის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნა მუნიციპალიტეტის დადგენილებით არ არის განსაზღვრული, მაშინ დაწესებულებამ თავად უნდა დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

კერძო დაწესებულების სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრისას კერძო ბაღმა უნდა გადაამოწმოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ დადგენილება არსებობს, გადასამოწმებელია ვრცელდება თუ არა ის კერძო ბაღებზეც. გავრცელების შემთხვევაში, მისი გათვალისწინება აუცილებელია. თუ ასეთი დადგენილება არ არსებობს ან მისი მოთხოვნები არ ვრცელდება კერძო ბაღებზე, მაშინ კერძო ბაღი უფლებამოსილია თავად შეიმუშაოს და დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ასევე, თუ მუნიციპალიტეტის დადგენილება არსებობს, მაგრამ კერძო დაწესებულებაში შექმნილია ისეთი პოზიცია/აყვანილია ისეთი კადრი, რომლის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნა მუნიციპალიტეტის დადგენილებით არ არის განსაზღვრული, მაშინ დაწესებულებამ თავად უნდა დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203