NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
07-02-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის 4 თებერვალს ორგანიზებული გამოცდის შედეგები  გამოაქვეყნა.

შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.

გამოცდის  წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას. 

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან  ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203