საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტი გეგმავს ცვლილებები შეიტანოს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ცვლილების მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩაითვლება ავტორიზებულად ან საგანმანათლებლო პროგრამა - აკრედიტებულად, მიუხედავად ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევისა.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების წესი და პირობები დამატებით დადგენილი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით.