გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს, ჩართულობის, მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით, საინტერესო სასწავლო მეთოდებს სთავაზობენ.
„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის. ვცდილობთ პროცესი მამოტივირებელი იყოს მეთერთმეტეებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც საგნის სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ.
მე-11 კლასელებისთვის თემა ევოლუცია მეტად საინტერესო აღმოჩნდა, საკითხის სიღმისეულად შესასწავლად ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პლაკატები დაამზადეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართეს.
იხილეთ ფოტოები: