დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიება მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობა - „ცასწავალა“, წარმოადგინეს ნაწარმოების შესაბამისი ილუსტრაციები და თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს.
ბავშვებმა ასევე მოამზადეს რეკლამა უმცროსი მეგობრებისთვის, სადაც ურჩიეს თუ რატომ უნდა წაიკითხონ ეს მოთხრობა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: