იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდნენ
05-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

წიგნიერების დღესასწაული მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს. ბავშვებმა, მასწავლებლებთან ერთად მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს „საინტერესო ფაქტები და მოვლენები“ ასევე წაიკითხეს იგავ- არაკები, განიხილეს არაკში გადმოცემული მთავარი სათქმელი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203