ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის პატარა ნაწარმოებები წაუკითხეს თავიანთ თანატოლებს და უმცროსკლასელებს. ბავშვებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობა გაიაზრეს და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: