მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, წიგნის კითხვის კულტურას ასწავლიან და ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ.
შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნინიშნა.
მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით შეარჩიეს ლიტერატურა, საყვარელი ავტორები და მხატვრულად წაიკითხეს მათთვის საინტერესო და საყვარელი მონაკვეთები.
ღინისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელდინო იობაშვილმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: