საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
05-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლა-გიმნაზიის I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისთვის დღემ საინტერესო გარემოში ჩაიარა და წიგნის კითხვით დადებითი ემოციები მიიღეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203