ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეები ფრანგულენოვან ტრენინგებში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
05-02-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. 

ახლახან, მოსწავლეები - დარეჯან გელენიძე, ანანო ქობულია და ანი ონიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ტრენინგების თემა იყო - „აღმოვაჩინოთ ფრანგულენოვანი ქვეყნები“.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203