ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმა განძის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა გაკვეთილზე 
05-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამის ნათელი მაგალითია ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმით განხორციელებული შთამბეჭადვი პროექტი. 

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ორთქლმავალი, რომელიც აერთიანებს ხელოვნებასა და მეცნიერებას. მათ გამოიყენეს ბუნებრივი და გადამუშავებული მასალები, ააგეს მოდელები, რომლებიც აჩვენებს სითბოს ზემოქმედებას მასალებზე.

პროექტის მიზანია:

შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სამეცნიერო პრინციპების გამოყენებით;

ორთქლმავლის მუშაობის საფუძველში არსებული თბური ენერგიის გარდაქმნების შესწავლა;

გუნდური მუშაობისა და ინოვაციური მიდგომის წახალისება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პრაქტიკული სამუშაო არა მხოლოდ ავითარებს ბავშვების ტექნიკურ ცოდნას, არამედ ასწავლის მათ, როგორ გაიგონ და გამოიყენონ ბუნებრივი მოვლენები ხელოვნების მეშვეობით.

მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი ვანიკ თევანიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203