ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ყვარელში, რესურსცენტრის ხელმძღვანელობით, მასწავლებელთა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წელიწადში რამდენჯერმე იმართება მასწავლებელთა კონფერენცია.
ამჯერად, ჩატარებული კონფერენციის მთავარი თემა იყო - „პროექტული სწავლება“. კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა სანავარდოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გალინა ღვინიაშვილი.
კონფერენციის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
სკოლაში მადლობას უხდიან ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელს - ქეთევან ჭიპაშვილს შესაძლებლობისთვის.
იხილეთ ფოტო: