ქსოვრისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ
05-02-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, ქსოვრისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის თვითმართველობის თავმჯდომარის - საბა ბერიანიძის ინიციატივით, X კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციაში და სკოლის შემოგარენი და სკოლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს.

სკოლის დირექტორმა აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა აღნიშნული კლასის მოსწავლეები: საბა ბერიანიძე, საბა ეკალაძე, საბა ქოქაშვილი, ლალი ბიგანიშვილი, მარიამ წიკლაური.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203