ახალი სტილით 31 იანვარს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის ხსენების დღე აღნიშნა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, რომელიც დიდი მეფისა და წმინდანის სახელს ატარებს, ამ დღეს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ.
გიმნაზიის დირექციამ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და თანამშრომლებს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე მიულოცა.
წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძარში, სადღესასწაულო წირვაზე კი გიმნაზიის 300-მდე მოსწავლე ეზიარა, საკურნებელად სულისა და ხორცისა.....სადიდებელად ღვთისა.....
ზიარების შემდეგ წმიდა თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისი გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: