ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები პრეზენტაციას, როგორც სასწავლო-შემეცნებით მეთოდს ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას მოიცავს, მოზარდს უვითარებს პასუხისმგებლობას, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარებს.
ახლახან, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - ბადრი ჭელიძემ მოსწავლეებს მოამზადებინა პრეზენტაციები ჯანსაღ ცხოვრებაზე, დღის რეჟიმსა და მავნე ჩვევებზე.
ბავშვებმა შექმნეს საინტერესო ვიდეორგოლი. მათივე შექმნილი რესურსები მოსწავლეებმა წარუდგინეს დაწყებითი საფეხურის მოწაფეებს, მოეწყო დისკუსია.
აღსანიშნავია, რომ პატარები დაინტერესდნენ საკითხით და აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხში.
სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: