ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
04-02-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ. 

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია, აუდიტორიას წარუდგინეს მრავალფეროვანი ინფორმაცია აღნიშნულ სენსიტიურ თემაზე, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.

აღსანიშნავია, რომ ზედა ვანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203