ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული ანა კალანდაძის უკვდავი პოეზია 
04-02-2025

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე. ეს გამორჩეული თარიღი VII კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია. მისი პოეზიით შთაგონებულებმა კი მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. 

VII კლასის მოსწავლეების თვალით დანახული საქართველო პოეტის უკვდავ ლექსში „საქართველოო ლამაზო“ სასიამოვნო სანახავია. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203