ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალა.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და გააერთიანი არაერთი მუსიკალური თუ შემოქმედებითი ნომერი. ბავშვებმა ერთმანეთსა და მაყურებელს დაუიწყარი ემოციები აჩუქეს და ახალი წლის მოლოდინი მთელ სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: