სალომინაოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნანა სანიკიძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა 
04-02-2025

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

ახლახან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ნანა სანიკიძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

სკოლაში ახარებთ მისი წარმატება და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203