ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
03-02-2025
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი ცნობილია.

შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე  online.naec.ge.  შედეგების სანახავად:

  • ოლიმპიადის მონაწილემ სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. ქულასთან ერთად მას საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვაც შეუძლია.
  • სკოლის ადმინისტრაციას საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვა  შეუძლია ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის. 


თუ  ოლიმპიადის მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, შეუძლია წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი 4 თებერვლის 09:00 საათიდან 5 თებერვლის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) ან  რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში მათ გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203