რომელი უცხოური ენების ჩაბარება შეუძლიათ აბიტურიენტებს ეროვნულებზე და როგორ უნდა აირჩიონ ჩასაბარებელი ენა
05-02-2025

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს.

აპლიკანტს შეუძლია აირჩოს შემდეგი უცხოური ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე არის მოთხოვნილი;

საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო პროგრამაზე არ აირჩიოს გამოცდა კონკრეტულ უცხოურ ენაში. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი სარეგისტრაციო განცხადებაში უთითებს მხოლოდ ერთ უცხოურ ენას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203