ეს სავალდებულოა უმაღლესებისთვის - დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაიცვას
03-02-2025

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი  განსაზღვრულ  საკითხთან  მიმართებით,  მაგალითად,  სწავლა‐სწავლების მეთოდები, შეფასება და რესურსები, მეორე მხრივ, დოკუმენტს სავალდებულო ხასიათი  აქვს.  კერძოდ,  დოკუმენტის  მე‐III  ნაწილი,  (სწავლის  შედეგების  აღწერა).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ  თავში  მოცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს 4 სავალდებულო  სტანდარტების  შესრულებას.  შესაბამისად,  წინამდებარე დარგობრივი  მახასიათებლის  მესამე  ნაწილი  სავალდებულოდ  უნდა  დაიცვას  ყველა  უმაღლესმა  საგანმანათლებლო  დაწესებულებამ,  სადაც  ხორციელდება  კიბერუსაფრთხოების  საბაკალავრო ან/და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

საგანმანათლებლო  პროგრამების  თითოეული  სასწავლო  კურსის  გეგმით/სილაბუსით/მოდულით  გათვალისწინებული  შეფასების  კომპონენტი  (შუალედური  და  დასკვნითი  შეფასება)  შესაძლოა  მოიცავდეს  შეფასების  მეთოდებს,  რომელიც  განსაზღვრავს  სტუდენტის ცოდნის/უნარის/კომპეტენციის  შეფასების  ხარისხს:

ზეპირი გამოცდა;

წერითი გამოცდა;

ზეპირი გამოკითხვა;

წერითი გამოკითხვა;

საშინაო დავალება;

თეორიული სამუშაო;

პრაქტიკული სამუშაო;

პროექტი;

შეფასების  კრიტერიუმები  საზომი  ერთეულებითაა  განსაზღვრული,  რომლითაც  დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203