კლასის გასვლითი ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმითაა სავალდებულო
01-02-2025

ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტის პირველი თავი სავალდებულია ყველა სკოლისთვის. ზოგადად, ესგ განსაზღვრავს:  

ა) სწავლა-სწავლების მისიას, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე;  

ბ) სწავლა-სწავლებისა და შეფასების პრინციპებს;  

გ) სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს.

აქედან გამომდიარე, გარდა საგაკვეთილო პროცესისა, სკოლამ მოსწავლეებს გასვლითი აქტივობებიც უნდა შესთავაზოს და ეს საკითხი ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია კლასგარეშე აქტივობები. სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს  გასვლითი ღონისძიებები როგორც არაფორმალური განათლების ფორმატში, ისე სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203