უნდა ჰქონდეს თუ არა სკოლის ნიშნებს გავლენა უმაღლესში ჩარიცხვაზე ? - ამ კითხვით აბიტურიენტებს მას შემდეგ მივმართეთ, რაც საზოგადოებას მთავრობის 4 წლიანი სამოქმედო გეგმაში არსებული ინიციატივის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია.
სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე
საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს უსამართლობა იქნება, რადგან შესაძლოა სკოლებში კორუფცია დაბრუნდეს, ნაწილი კი ფიქრობს რომ ეს გაზრდის მასწავლებლის გავლენას და სწავლაც უფრო ხარისხიანი გახდება. იქიდან გამომდინარე რომ ეს საკითხი განსაკუთრებით სენსიტიური აბიტურიენტებისთვისაა, მიუხედავად იმისა რომ ცვლილება წლევანდელ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს არ შეეხებათ, გადავწყვიტეთ აზრი სწორედ მათთვის გვეკითხა.
„ჩემი აზრით, მასწავლებლის შეფასებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მოსწავლეების უნივერსიტეტში ჩარიცხვა-არ ჩარიცხვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ მასწავლებლები სამართლიანები არ არიან. მათ ბავშვების გამორჩევა იციან, ამოჩემება... ერთს სულ მაღალ ქულებს უწერენ,
„ეროვნულ გამოცდებზე შეიძლება დავიბნეთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ წარმოვაჩინოთ, ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ქულები განსაზღვრავს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი „გადაგვეკიდება“ და ქულას არ
„არასწორი გადაწყვეტილებაა, სკოლაში ხშირად ვერ ვამჟღავნებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ან ვამჟღავნებთ, მაგრამ ეს ქულებზე შესაბამისად არ აისახება. მე მყავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლის დაწერილ ქულებს არ მივესალმები და მგონია, რომ მეტი მეკუთვნის, თუმცა
„პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ გამოცდების გამო ძალიან ვღელავ. ყველა საგანში ვემზადები, ფაქტობრივად, მეორე წელია, წესით, სანერვიულო არ მაქვს, მაგრამ თავს მაინც ვერ ვერევი. რაც შეეხება მისაღებ
„ზოგიერთი მასწავლებელი ნიშანს ისე არ წერს თუ მასთან არ ემზადები, ამიტომ უსამართლობაა ეს გადაწყვეტილება. ასე ყველა ადგება და დაიწყებს თავის პედაგოგთან მომზადებას, მეორეხარისხოვანი იქნება ცოდნის მიღება. არადა, ქულები საერთოდ არ განსაზღვრავს მოსწავლის ინტელექტს და ნამდვილ ცოდნას. ამიტომ, ნამდვილად არ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას