აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე და მოსწავლეებისთვის თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ბავშვებმა შობა-ახალ წელთან დაკავშირებული სიტყვათა მარაგი ხალისით შეისწავლეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: