ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული წინასაახალწლო დღეები 
22-01-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად ექცათ. 

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

მეოთხეკლასელებმა (კლასის ხელძღვანელი ნინო ბოჭორიშვილი) სასკოლო საზოგადოებას ლამაზი საღამო შესთავაზეს სახელწოდებით - „საახალწლო ზღაპარი“. ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

III კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი შორენა ჩაფიძე)  კი ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკაში გამართეს საინტერესო ღონისძიება სახელწოდებით - „შობის ღამე“. ბავშვებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

VI კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე) კიი წარმოადგინეს საღამო - „ბუხართან მოყოლილი საახალწლო ზღაპრები“ და სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაცისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მათ არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203