ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში I სემესტრი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ახალ წელს. მადლობა, ამ ულამაზესი ღონისძიებისათვის, ბავშვებო, მშობლებო, პედაგოგებო.
თქვენ ჩემი საუკეთესო გუნდი ხართ. მიყვარხართ და ვამაყობ თითოეული თქვენგანით.
მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაგვასწროთ უფალმა“, - აღინიშნა ღონისძიების ბოლოს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: