დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი თამარისის N1 საჯარო სკოლაში
22-01-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული განწყობა დატრიალდა. 

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ზღაპრულად და ბედნიერად აღნიშნეს დამდეგი და ლამაზი ღონისძიებით გააცილეს ძველი წელი. 

საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა და გააერთიანი არაერთი მუსიკალური თუ შემოქმედებითი ნომერი. ბავშვებმა ერთმანეთსა და მაყურებელს დაუიწყარი ემოციები აჩუქეს და ახალი წლის მოლოდინი მთელ სასკოლო საზოგადოებას გაიზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ  თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203