ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო და მრავალფეროვანი საახალწლო აქტივობები 
22-01-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს სასწავლო წლის განმავლობაში მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.

სწორედ ამიტომ, ახალი წლის სამზადისში სკოლაში ყველა მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული. 

საახალწლო ზეიმისთვის ხალისით ემზადებოდნენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები და მასწავლებლები. აღსანიშნავია, რომ სკოლაში კარგად აქვთ განცობიერებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ჩართვა.

„ჩვენი მასწავლებლები და მოსწავლეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ღონისძიება სახალისო და საინტერესო გამოსულიყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგმა ნინო ივანიძემ კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ზღაპრის გმირები გაალამაზა.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, მათ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მადლობა ყველას. მრავალ ახალ წელს დავსწრებოდეთ ტკბილად, ერთობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203