გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საზეიმო თუ გასართობი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ღონისძიებებით გამოირჩევა წინასაახალწლო პერიოდი. ლამაზი ღონისძიებით გააცილეს მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024 წელი და დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ ახალს.
27 დეკემბერს სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, შეასრულეს საცეკვაო ნომრები, გააცოცხლეს სხვადასხვა ზღაპრის გმირები.
ბავშვებმა ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ზეიმის ბოლოს კი თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა და ბედნიერი ახალი წელი უსურვა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე