ემოციური და დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიება იაღუფლოს საჯარო სკოლაში
22-01-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო I სემესტრის მიწურულს, სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება. 

აღსანიშნავია, რომ საახალწლო სამზადისში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული. მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანომ ნაძვის ხე მორთო. სკოლაში, ასევე ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომლითაც I სემესტრი შეჯამდა. 

ღონისძიება სკოლის დირექტორმა - ვაგიფ მუსაევმა გახსნა. მან ახალი წელი მიულოცა სასკოლო საზოგადოებას. შემდეგ სცენაზე მოსწავლეები გავიდნენ. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

იაღუფლოს საჯარო სკოლის პედაგოგიურმა პერსონალმა და მოსწავლეებმა ამ დღეს, ყველას დიდი სიყვარულით მიულოცეს ახალი წელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203