ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია მუსიკის გაკვეთილები.
მუსიკის მასწავლებელი ვ.მარაბიანი მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებს.
მათ შორის, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილისთვის მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები თემებზე - „მუსიკა სამყაროში“ და „კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი და კლასიკური მუსიკა საქართველოში“.
მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს, პრეზენტაცია ააწყეს და თემის გარშემო საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია შთამბეჭდავად, მუსიკალური ნომრების ფორნზე წარიმართა.
იხილეთ ვიდეო: