ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში გამართული საახალწლო ღონისძიება სწორედ ამის დასტურია. ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ იმღერეს, იცეკვეს, საახალწლო ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მოსწავლეთა უნარებითა და წარდგენილი მუსიკალური ნომრებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: