ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიება 
22-01-2025

ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითობის განვითარებას და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

მოსწავლეები მაყურების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, 

წარმოდგენილი იყო არაერთი საინტერესო სკეტჩი, სიმღერა, საცეკვაო ნომერი, მოსწავლეები ჩაერთნენ არაერთ შემოქმედებით აქტივობაში, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ცნობილი გამონათქვამები. 

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის როგორც დაწყებითი კლასის, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეები. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს დღესასწაული დიდი სიყვარულით მოულოცეს და ახალი გეგმებითა და მიზნებით შეეგებნენ 2025 წელს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203