ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება 
22-01-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიება „მოდის ახალი წელი“, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203