ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამლაგებლების მიმართ მადლიერება ორიგინალურად გამოხატეს
22-01-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის საჯარო სკოლის დამლაგებლებს IV კლასის მოსწავლეებმა სურპრიზი მოუწყვეს და მათ მიმართ მადლიერება ორიგინალური ფორმით გამოხატეს. 

მოსწავლეებმა მათ ტკბილეული მიართვეს და ამ ფორმით პატივისცემა დაუდასტურეს. 

„მოსწავლეებმა უნდა სცენ პატივი სკოლის დამლაგებლებს, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან იმ გარემოს გაწმენდასა და მოწესრიგებაზე, რომელშიც ჩვენ ვსწავლობთ. მათი შრომა ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სკოლა იყოს სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სახლის მსგავსად კომფორტული. დამლაგებლების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ასევე მოსწავლეებისთვის კარგი მაგალითი იქნება სხვა ადამიანების შრომისა და ღირსების აღიარების თვალსაზრისით. სკოლის დამლაგებლების პატივისცემა დადებით გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნულ და სოციალური განვითარებაზე. ეს პროცესი ასწავლის მოზარდს სხვა ადამიანების შრომისა და ღირსების პატივისცემას, პატივისცემის გამოხატვა სძენს მოსწავლეს პასუხისმგებლობის, ემპათიის და მადლიერების უნარებს, რაც საშუალებას აძლევს მას კარგად მოეპყრას როგორც თანაკლასელებს, ასევე სხვა თანამშრომლებს და საზოგადოებას. ასევე, დამლაგებლების მიმართ პატივისცემა აძლიერებს მოსწავლის გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარებს. ასეთი ქცევები ხელს უწყობს მოსწავლის ეთიკური და მორალური ღირებულებების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრიან და მათ სწორ ფასულობებს ასწავლიან. 

სწორედ, ისეთი ღირებულებების მნიშვნელობისკენ როგორიცაა სხვა ადამიანების შრომისა და ღირსების პატივისცემა  მიმართა მოსწავლეთა ყურადღება IV კლასის დამრიგებელმა - რუსუდან მარშანიშვილმა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203