ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება, რომელიც სკოლაში ჩატარდა.
ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა ასეთი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი საზოგადოებას.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: