„ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ - ბათუმის N30 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
22-01-2025

ბათუმის N30 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო, მრავალფეროვან პროექტებს და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, მუსიკაში, პედაგოგ ირინა მამულაიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი თემაზე -„ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ წარადგინეს.

კლასი რამდენიმე ჯგუფად დაიყო. თითოეულმა ჯგუფმა პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დავალება შეასრულა. მათ ქუჩაში გამვლელებს ჰკითხეს იცოდნენ თუ არა ვინ იყო ზაქარია ფალიაშვილი და რა ინფორმაციას ფლობდნენ მის შესახებ. ასევე, მე-10 კლასელებმა დირექტორს - ცისანა ბარამიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, საქართველოს ჰიმნის მელოდიის ავტორის შესახებ. კითხვებით მათ ასევე მიმართეს პედაგოგებს: გულნაზ ნაგერვაძეს და მანანა სანაძეს. მათ საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს მოსწავლეებს.

პროექტში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203