ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი სცენაზე და ლამაზი მუსიკალური ნომრით მოხიბლული მაყურებელი 
22-01-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ ღონისძიებებში და საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

ახლახან, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის შემოქმედებით საღამოში - „საშობაო ზღაპარი“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი მუსიკალური ნომერი - „თოვს და ზღაპარი იწყება!..“

მოსწავლეები დიდ სცენაზე წარმატებით წარდგნენ და მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან კომპოზიტორ ნუკრი კარკაძესა და მოსწავლეებს არაერთი საინტერესო ღონისძიება აკავშირებთ. 

მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი თამილა გიგატაძე გახლავთ, რომელიც ბავშვების შემოქმედებითი განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა ღონისძიებებში მათ ჩართულობას ახალისებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203