„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
22-01-2025

2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება 10 პროცენტით იზრდება; იმატებს სკოლის ექიმისა და ექთნის ხელფასიც.

რაც შეეხება პედაგოგებს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია განმარტებული, განათლების სისტემის გაზრდილი დაფინანსება სრულად მოხმარდება ზაფხულში მასწავლებლებისთვის მომატებული ხელფასების დაფინანსებას, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ბიუჯეტით ანაზღაურების გაზრდა გათვალისწინებული არ არის.

სამაგიეროდ დირექტორებმა დაზუსტებული საშტატო განრიგები უნდა ასახონ, რათა თანამდებობრივი სარგოს ცვლილებიდან გამომდინარე, დაზუსტდეს გასაცემი დაფინანსებების ოდენობები. 

ამ დრომდე საჯარო სკოლებში ხელფასები არ დარიცხულა. მიზეზის გასარკვევად etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ დაახლოებით 25 იანვარს მოხდება მონაცემების ამოღება და ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203